ჩვენ შესახებ

შპს „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“ დაარსდა 2016 წლის 14 დეკემბერს საქართველოში, თბილისშიკოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კორპორაცია Partners for International Development   (პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის), რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წელს ემორის უნივერსიტეტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით როგორც ატლანტა - თბილისის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის განმტკიცების ხელშემწყობი ორგანიზაცია. კორპორაცია წარმოადგენს აშშ- ჯორჯიის შტატისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების დამაკავშირებელ ეფექტიან რგოლს. 2008 წელს დაარსდა კორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

 

პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" აერთიანებს ექიმებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს ატლანტის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან (ემორის უნივერსიტეტი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯიის ტექნიკური უნივერსიტეტი, ემორისა და გრეიდის ჯანდაცვის სისტემებში შემავალი სამედიცინო დაწესებულებები და სხვ.), თბილისის სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებთან. ორგანიზაციის მიზანი  ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობაა და ამერიკაში მოწინავე სამეცნიერო და პრაქტიკული ორგანიზაციების  გამოცდილების  გაზიარება.

კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან აღსანიშნავია გადაუდებელი მედიცინის განვითარება ( 2005 წელს პირველი პედიატრიული, 2007 წელს კი მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ჩამოყალიბება. განხორციელებული პროექტების საფუძველზე გადაუდებელი მედიცინა აღიარებულ იქნა როგორც სპეციალობა), უწყვეტი სამედიცინო და საექთნო განათლება და საინფორმაციო ტექნოლოგიური და სიმულაციური საგანამანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში.



თანამედროვე მსოფლიო, მასთან ერთად საქართველოც, განიცდის პროფესიონალი ექთნების ნაკლებობას. კორპორაცია მუდმივად მუშაობს ახალი სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. ცენტრის ფუნქციაა, ყველა მსურველი უზრუნველყოს  მაღალტექნოლოგიური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (ლიტერატურა, კლინიკური ტრეინინგი და სიმულაციური ტრეინინგი).კორპორაცია პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის ცდილობს შეუწყოს ხელი საქართველოში ექთნის, როგორც ექიმის ხერხემლის, როლის გაზრდას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამებით, ინფორმაციით, მეთოდოლოგიითა და საგანმანათლებლო ბაზებით. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა შპს „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი.

კოლეჯი ორიენტირებული იქნება სწავლების აქტიურ მეთოდზე: ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის თითოეული სტუდენტი პედაგოგებთან ერთად ჩართულნი იქნებიან საგანმანათლებლო პროცესში.

კოლეჯი აღჭურვილია მაღალი კლასის სასწავლო ტექნოლოგიებით, როგორიცაა კომპიუტერულად მართვადი მანიკენები, რაც  სტუდენტს  საშუალებას მისცემს, დაეუფლოს ნებისმიერ მანიპულაციას მიახლოებულს რეალურ პაციენტთან.

ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივ კოლეჯს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მოქმედ წამყვან კლინიკებთან, როგორც სამომავლო სასწავლო კლინიკურ ბაზებთან.

 

დაგვიკავშირდით
 
Address
ქ. წამებულის გამზირი #65, თბილისი (საფოსტო ინდექსი: 0144)
Hotline
032 274 74 08